Sunday, June 11, 2017



პროექტის პორტფოლიო






          დავასრულეთ პროექტებზე მუშაობა, გავაკეთეთ პრეზენტაციები,გავეცანით ერთმანეთის ნამუშევრებს.ავტვირთეთ და გამოვაქვეყნეთ ჩვენს ბლოგზე.
          ტენინგზე შესწავლილი მასალა დამეხმარება ჩემს პედაგოგიურ საქმიანობაში,რათა უფრო საინტერესო და მრავალფეროვანი იყოს ჩემი მუშაობა და დავეხმარო მოსწავლეებს 21-ე საუკუნის უნარების განვითარებაში.
          დიდი მადლობა კოლეგებს საინტერესო იდეებისთვის. მადლობა ტრენერს, ქ-ონ ირინა მარკოზაშვილს ამ შესაძლებლობისა   და  გაწეული ფასილიტაციისთვის.

Saturday, June 10, 2017

    დღეს გავეცანით ნიმუშებს და შაბლონებს,რომელიც მოსწავლეებს დაეხმარება თვითრეგულირების უნარების განვითარებაში.დამხმარე მასალა ისე უნდა შევარჩიოთ, რომ მოსწავლემ მიიღოს შინაარსობრივი ნაწილის შესახებ ინფორმაცია. გავეცანით, თუ როგორ გამოვიყენოთ ტექნოლოგიები ყველაზე ეფექტურად, სწავლების პროცესის ხელშეწყობისა და შეფასების მიზნით. მადლობა ქალბატონ ირინას საინტერესო ტრენინგისათვის.

Sunday, June 4, 2017

დღეს ჩემ მიერ პროექტის კეთების დროს გავიარე თვითშეფასებისა და მოსწავლის სავარაუდო ნაშრომის შეფასების დეტალური ანალიზი.შეფასების ინსტრუმენტების ასეთი მრავალფეროვნება დამეხმარება სასწავლო პროცესის გაუმჯობესებაში.
დიდი მადლობა ქალბატონ ირინა მარკოზაშვილს.

Saturday, June 3, 2017

დღეს გავეცანი მოსწავლეთა სავარაუდო ნაშრომებს,ეს დამეხმარება მომავალში, თუ როგორი დავალებები, მითითებები და რეკომენდაციები უნდა მივცე მოსწავლეებს პროექტის კეთების დროს, რომ განუვითარდეთ 21-ე საუკუნის უნარ-ჩვევები.
მადლობა ტრენერს ქალბატონ ირინა მარკოზაშვილს.

Sunday, May 28, 2017

პროექტების სწაავლების ტრენინგი საკმაოდ მრავაფეროვანი და დატვირთული აღმოჩნდა.გავეცანით პროექტის მნიშვნელობას,მის შემადგენელ ოთხ სეგმეტს.შევარჩიე თემა,შევქმენი ბლოგი.შევადგინე მიმართულეის მიმცემი საკვანძო კითხვები,გავეცანი პროექტის შეფასების კრიტერიუმებს და რუბრიკებს.შევარჩიე თემისთვის საჭირო რესურსები.გავეცანით შეფასების კრიტერიუმებს.
პროექტების განხორცილებეისას აუცლებელია ერთმანეთის უკუკავაშირი.უკუკავშირის დაწყება უნდა ხდებოდეს დადებითი კომენტარით,რჩევით.უნდა აღინიშნოს ჯერ ძლიერი მხარეები.შემდეგ კორექტულად მივცეთ რჩევები.შესაძლებელია გამოვიყენოთ 3,2,1 მეთოდი.
ჩემი აზრით,ობიექტური უკუკავშირისთვის უნდა გავითვალისწინოთ გარკვეული კრიტეტიუმები და დავაკონკრეტოთ კოლეგასთან ის საკითხები,რომლებზედაც ხდება მსჯელობა.უკუკავშირი უნდა იყოს დროული და კონკრეტული.
ტრენინგზე დავწყვილდით და გავაკეთეთ უკუკავშირის სიმულაცია,რომელმაც წარმოდგენა მომცა უკუკავშირის ფორმებზე.
ვიმსჯელეთ საავტორო უფლებებზე,ახლა უკვე ვიცი როგორ დავიცვა და არ დავარღვიო საავტორო უფლება.